3 წლის ნიკოს მძიმე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა წამალი, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომი არ იყო. თქვენი გულისხმიერი მხარდაჭერით, შევძელით შუამავალი კომპანიის მოძიება და წამლების თურქეთიდან ჩამოტანა.
✨ დღეს გვინდა გაგიზიაროთ ნიკოს დედის, მარიამის, მადლიერებით სავსე წერილი და მისი ნახატი, რომელიც სიყვარულითა და იმედით არის შექმნილი ❤️
🙏 თქვენი თანადგომა და მზრუნველობა ცვლის პატარების ცხოვრებას. ყოველი დახმარება, მცირე თუ დიდი, არის იმედის ნაპერწკალი მათთვის და მათი ოჯახებისთვის.
✨ მადლობა, რომ ხართ ნიკოს გვერდით - ერთად ვქმნით სასწაულებს!

Comentarios