top of page
  • Facebook
  • Instagram
de1e1667fa2688db64c92bcb2182244f.png
Search

იოანე, 6 წლის

Writer: change theworldchange theworld

Updated: Aug 20, 2024




განსაკუთრებული სიხარულითა და ემოციით გიზიარებთ, ინფორმაციას ჩვენი პირველი ბენეფიციარის, 6 წლის იოანეს მედიკამენტების დაფინანსების შესახებ.

  6 წლის იოანემ სხეულის მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო, რის გამოც თვეზე მეტი რეანიმაციაში გაატარა, 3 ოპერაცია დასჭირდა და სიარულის დასაწყებად ვარჯიშები.

თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ერთად შევძელით რომ იოანეს მედიკამენტების საფასურის ნაწილი დაგვეფინანსებინა.    „იო“-ს დედამ მადლიერების გამოსახატად, საავადმყოფოში იოანეს შექმნილი ჩანაწერების სურათი გამოგვიგზავნა, რომელიც იოანემ თავად დაასათაურა - "ჩემი ვარჯიში საავადმყოფოში" და სიარულის დასაწყებად ყოველდღიურ შედეგებს სწორედ აქ ინიშნავდა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ამბავში თქვენი შეტანილი წვლილისთვის. თქვენი, ჩვენი ერთიანი მონდომებით ხომ „იო“ -ს და მის ოჯახს თანადგომა, იმედი და სიყვარული ვაჩუქეთ . 

 
 
 

Comments


bottom of page