მადლიერებითა და სიხარულით გვსურს გაგიზიაროთ შესანიშნავი სიახლე, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ჩვენი საქველმოქმედო ფონდის მიზანთან. საქართველოს წამყვანმა ბანკებმა, თიბისი ბანკმა, საქართველოს ბანკმა და პეისერა ბანკი საქართველომ, ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვის საკომისიო გაგვიუქმა!
ეს კეთილშობილური ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თქვენი ჩარიცხული თითოეული თეთრი, რაც არ უნდა დიდი იყოს თუ მცირე, მთლიანად მოხმარდება ბავშვების ჯანმრთელობასა და წიგნიერებაზე ზრუნვას.
უღრმეს მადლობას ვუხდით სამივე ბანკს მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვჯერა იმ სიკეთის ზეგავლენის, რომელსაც ერთად ვქმნით!
მადლობა ყველა ჩვენს დონორს და პარტნიორს მუდმივი მხარდაჭერისთვის. ერთად გავაგრძელოთ ბავშვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.

Comentarios