top of page
  • Facebook
  • Instagram
de1e1667fa2688db64c92bcb2182244f.png
Search

ბარბარე, 3 წლის 💙

Writer: change theworldchange theworld

Updated: 6 days ago

💫 გიზიარებთ ჩვენი პატარა ბარბარეს ისტორიას!


🎉 განსაკუთრებული სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ახალ წელს ბარბარეს ერთი თვის ფიზიკური თერაპიის კურსი დავუფინანსეთ!


ეს მისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მოტორული განვითარებისთვის, რაც საბოლოოდ დაეხმარება დამოუკიდებლად მოძრაობაში.


ბარბარე 3 წლისაა და აქვს ეპილეფსია რთული პარციული გულყრებით, ასევე მოტორული განვითარების შეფერხება და სხვა გამოწვევები. მას უკვე ჩაუტარდა VP-შუნტირება, თუმცა კვლავ საჭიროებს ნევროლოგის მეთვალყურეობას და მუდმივ ფიზიკურ თერაპიას.


💖 გიზიარებთ ბარბარეს დედის სიტყვებს:


“მინდა მადლობა მოვუხადო ამ საქველმოქმედო ორგანიზაციას, ფონდს, რომლის ყველა წევრი ბაბის მხურვალე გულშემატკივარია… დღეს ბაბის ერთი თვის თერაპიები დაუფინანსეს… პირველად მოხდა ესეთი რაღაც და ძალიან გახარებული ვარ. 2024 წელი მათი წყალობით ბედნიერად დავასრულეთ და წინ რთული, მაგრამ იმედით სავსე 2025 წელი გველოდება. მადლობა კიდევ ერთხელ… ❤”


✨ მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მხარში დაუდგა ბარბარეს და მსგავს პატარებს.


თქვენი მხარდაჭერით ერთად ვქმნით ბედნიერ მომავალს!








 
 
 

Comments


bottom of page