ჩვენ წარმოუდგენლად მადლიერები ვართ, რომ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით კიდევ ერთი ბავშვის დახმარება შევძელით მაშინ, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა!
14 წლის მირაიდას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა საზღვარგარეთ გადაყვანა გადაუდებელი მკურნალობის მიზნით. უსახსრობის გამო ოჯახმა ვერ შეძლო ხარჯების დაფარვა, რაც აფერხებდა პატარა მირაიდას მკურნალობის გაგრძელების პროცესს კრიტიკულ მომენტში. მირაიდას განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მოითხოვდა მის მწოლიარე მდგომარეობაში გადაყვანას.
გვიხარია, რომ მაშინ, როდესაც ყოველი წუთი გადამწყვეტი იყო, თითოეული თქვენგანის წყალობით გვქონდა საშუალება დაუყოვნებლივ დავხმარებოდით მას. ჩვენ ერთად შევძელით მირაიდას დახმარება და ის უკვე თურქეთში აგრძელებს გადაუდებელ მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

უღრმესი მადლობა თითოეულ დონორს, მოხალისესა თუ მხარდამჭერს.
განსაკუთრებული მადლობა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Central Hospital -ს, ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's-სა და თინათინი ბერი ანდრიას დედა-ს თანამშრომლობისთვის. ჩვენ ერთად შევძელით ამ დიდი სიკეთის გაკეთება!
Commentaires