

წესდების ყველაზე
მნიშვნელოვანი პუნქტები





ორგანიზაცია არ გასცემს ხელფასებს, არ შეიძენს არანაირი სახის მომსახურებას და არ დააფინანსებს არანაირ სხვა საოპერაციო ხარჯებს.
დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია ყოველწლიურად განახორციელებს ორგანიზაციის საქმიანობის აუდიტირებას და აუდიტის დასკვნა განთავსებული იქნება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
საქველმოქმედო ფონდისთვის ბენეფიციარების შერჩევის საკითხზე უფლებამოსილია კომისია.
კომისიის სხდომა ტარდება ყოველთვიურად. სხდომა მოწვეულ უნდა იქნეს სულ ცოტა 3 დღით ადრე, კომისიის წევრისთვის ელექტრონული ფოსტით შეტყობინების გაგზავნის საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების შესაძლებლობას. მოსაწვევი უნდა შეიცავდეს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 2 დღის ვადაში კომისიის წევრებს შეუძლიათ სხდომის დღის წესრიგში დამატებების შეტანა.
კომისიის თითოეულ წევრს აქვს თანაბარი- თითო ხმის უფლება.