top of page
  • Facebook
  • Instagram
Donate

რას ნიშნავს ვიყო მოხალისე?

მოხალისედ ყოფნა ნიშნავს ჩვენი გუნდის წევრობასა და ჩართულობას ჩვენს ყველა იდეისა და პროცესის ნაწილში.

შეიძლება თუ არა რომ არ ვიყო მოხალისე, თუმცა შემოგთავაზოთ ჩემი დახმარება "ერთჯერადად"?

შეიძლება შემოგვიერთდეთ ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც თქვენს საქმიანობასთან ახლოსაა ან არ არის, მაგრამ შეგიძლიათ დახმარება და ასევე არ არის განგრძობითი. ( მაგ: ინგლისური ენის თარჯიმანი, დიზაინერი და სხვ. )

რა დროის დათმობას საჭიროებს?

დრო განისაზღვრება კონკრეტული საჭიროებიდან და საქმიდან გამომდინარე, რომელსაც თქვენ თავად დააორგანიზებთ, თუმცა ეს არ გულისხმობს ყოველდღიურ ან სრული გრაფიკით ჩართულობას.

სად და როგორ მივიღებ ინფორმაციას საკითხზე რომელშიც ჩართულობაა საჭირო?

ყველა მოხალისე ერთ ონლაინ ჯგუფში ვართ, სადაც ხდება ყველანაირი ინფორმაციის გაზიარება, თემების გადანაწილება, სიახლეების გაცნობა, კითხვებისა და შედეგების გაზიარება და გადაწყვეტილებების მიღება.

როგორ მოხდება მოხალისეებს შორის "დავალებების განაწილება"?

ყველა მოხალისე თავად ირჩევს რომელ პროცესში მეტად შეუძლია ჩართვა, თავისი პროფესიიდან, საქმიანობიდან, ცოდნიდან ან სურვილიდან გამომდინარე.

როგორ ვიქცევი თუ ჩემს კომპეტენციას სცდება საქმე რომელშიც ჩართული ვარ?

ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რაც ნიშნავს რომ ნებისმიერ საკითხში შეგვიძლია გვქოდეს როგორც ერთმანეთის იმედი, ასევე დავსვათ კითხვები, ჩავრთოთ გუნდის წევრები და ერთად გავუღვეთ ყველა რთულ თუ მარტივ თემას.

ვის შემიძლია დავუკავშირდე ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში?

ჩვენი გუნდი ჩვენს საერთო ღირებულებებს ეფუძნება, რაც გულისხმობს რომ ნებისმიერი წევრი მზადაა უპასუხოს კითხვას...

როგორ შეიძლება შევწყვიტო მოხალისედ ყოფნა?

ამისთვის მხოლოდ სურვილის დაფიქსირებაა საჭირო. ჩვენ გვესმის თითოეული გუნდის წევრის.

გთხოვთ მონიშნოთ რა დროის დათმობას შეძლებთ :
გთხოვთ მონიშნოთ რა ნაწილში შეძლებთ ყველაზე მეტად ჩართულობას
გთხოვთ მონიშნოთ ხართ თუ არა რომელიმე სხვა ფონდის მოხალისე

მადლობა რომ ჩვენთან ხარ !

bottom of page