
ბენეფიციარების შერჩევისა და დაფინანსების პროცესი:
• ფონდის მიერ დაფინანსებისთვის ბენეფიციარების შერჩევის პროცესი იწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან და დაფინანსების ბიუჯეტი განისაზღვრება ფონდის ანგარიშებზე წინა თვის ბოლოს არსებული ნაშთის ოდენობით.
• ბუნებრივია, რომ ფონდის რესურსები დონაციის მასშტაბის მიუხედავად, მაინც ყოველთვის შეზღუდულია (იქნება) და სამწუხაროდ, ვერ სწვდება ყველა პოტენციურ ბენეფიციარს. იმისათვის, რომ ფონდმა გრძელვადიანი მდგრადობა შეინარჩუნოს, სამწუხაროდ მოგვიწია შემდეგი გზის არჩევა: ჩვენ ვერ ვიღებთ დაფინანსების თხოვნებს. პოტენციურ ბენეფიციარებს კი, მხოლოდ თავად ჩვენ ვეძებთ. არსებული მაქსიმალური ბიუჯეტის გათვალისწინებით და სრულად შემთხვევითობის პრინციპით.
• ჩვენს მიერ მოძიებული პოტენციური ბენეფიციარის მეურვეებთან კომუნიკაციას, საკითხის სრულად შესწავლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ყველა სხვა აუცილებელ პროცედურას ფონდის მხრიდან წარმართავს მოხალისე, რომელსაც ბენეფიციარის მეგობარს ვეძახით.
• დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ფონდის კომისია იღებს, ხმათა უმრავლესობითა და სრულად გამჭვირვალედ.
• დაფინანსების თანხის ჩარიცხვა ხდება უშუალოდ სამედიცინო ან ფარმაცევტული დაწესებულების ანგარიშზე შესაბამისი დანიშნულების მითითებით.