top of page
  • Facebook
  • Instagram

ჩვენ გვჯერა რომ ერთად შევცვლით სამყაროს

ვინ ვართ ჩვენ? 
 

საქველმოქმედო ფონდი „ერთად შევცვალოთ სამყარო“ სრულად მოხალისეებითაა დაკომპლექტებული და სრულად გამჭვირვალეა.

ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას (ოპერაციებისა და მედიკამენტების თანადაფინანსების გზით) გულისხმობს. თქვენი ჩარიცხული ყველა თეთრი მხოლოდ ამ მიმართულებებს მოხმარდება. 

ფონდს საოპერაციო ხარჯი საერთოდ არ აქვს: ხელფასს არავინ იღებს, არ გვაქვს მივლინებები, არ ვყიდულობთ რაიმე მომსახურებას და ა.შ.. თუ რომელიმე მიმართულება აუცილებლად დასაფინანსებელი გახდა, ფონდში ჩართული მოხალისეები ამას საკუთარი სახსრებით ახორციელებენ.  

ფონდის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა. ყოველი თვის ბოლოს ჩვენი ყველა საბანკო ანგარიშის ამონაწერი ჩვენსავე ვებ გვერდზე ხდება ხელმისაწვდომი. წლის დასრულების შემდეგ კი დამოუკიდებელი აუდიტორი უსასყიდლოდ ფინანსურ აუდიტს ჩაატარებს და აღნიშნული დასკვნაც მიღებისთანავე გასაჯაროვდება.

გვჯერა, თქვენ და ჩვენ შევძლებთ ერთად შევცვალოთ სამყარო ...

Our Mission

ჩვენი მისია

ჩვენი მისია ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, შეგროვებული რესურსის ბენეფიციარებთან საოპერაციო ხარჯების გარეშე და სრულად გამჭვირვალედ მიტანის გზით.

Blue and Pink Classy Photo Cherry Blossom Inspirational Quotes Facebook Cover.png
pexels-kindel-media-7113576.jpg

ჩვენი ხედვა

როცა იცი, რომ შენი ჩარიცხული თითოეული ლარი სრულად ბავშვებს მოხმარდება, და შეგიძლია ფონდის საქმიანობაზე სრული ინფორმაცია მიიღო, ჩვენ გვჯერა, შენც დაიჯერებ და ერთად გავაუმჯობესებთ ბავშვების აწმყოსა და მომავალს.

მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ

bottom of page